1 აპრ 2 აპრ
1 USD 2.7015 2.6994
1 EUR 3.0967 3.1318
100 RUB 3.3236 3.3536
თბილისი
ხუთ/2 აპრ./2026 18:37
ემილ ავდალიანი – საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა

ემილ ავდალიანი – საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა

ირანში დაწყებულ აშშ-სა და ისრაელის ომზე, ამ თემაზე ტრამპის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე, ამ ომის დასრულების პერსპექტივებზე, რა პოზიცია აქვთ არაბულ ქვეყნებს, თურქეთს, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს ომი ირანში სამხეთ კავკასიაზე, საქართველოზე, ასევე რუბიო-კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარზე და იმაზე, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ვაშინგტონი და თბილისი აშშ-საქართველოს ახალი ურთიერთობების ძიებაში, „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

– ბატონო ემილ, ერთი თვეა, რაც აშშ-მ და ისრაელმა დაიწყეს ოპერაცია ირანში. ვითარება ირანში და ირანის ირგვლივ საკმაოდ რთულია.

ზოგის აზრით, ახლა სტრატეგიული უპირატესობა ირანის მხარესაა. მეტიც, ბევრი ტრამპის ირანში დამარცხებასაც კი პროგნოზირებს. მეორენი თვლიან რომ ტრამპი საკმაოდ თანმიმდევრულად აღწევს დასახულ მიზნებს ირანში.

ირანში აშშ-ისრაელის ერთ თვიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ თქვენ როგორ შეაფასებდით ვითარებას ირანში და იმას, რაც ირანის ირგვლივ ხდება?

– ამ მომენტისთვის ერთი რამ ნათელია: დაპირისპირება ირანთან ახალ ფაზაშია გადასული, როდესაც საუბარი უკვე უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაზე მიდის. იქნება ეს ჰორმუზის სრუტის ირანის სანაპირო ზოლზე თუ სპარსეთის ყურეში არსებულ კუნძულებზე შეტევა, „ირანული პრობლემის“ მოგვარება აშშ-სა და ისრაელს მაინც იმ ფორმით არ გამოუვიდათ, როგორითაც თავიდან მოიაზრებდნენ.

ვაშინგტონსა და თელ-ავივში იყო მოლოდინი, რომ საჰაერო დაბომბვებით მმართველობის სისტემის ჩამოშლა მოხდებოდა. ალი ხამენეის ფიზიკური ლიკვიდაცია ამ მიზანს ემსახურებოდა. თუმცა ისლამურმა რესპუბლიკამ ახალი ვითარებისთვის მორგება მოახერხა, რაც არსებული მმართველობის სისტემის მოქნილობაზე უნდა მეტყველებდეს. მეტიც, აშშ-სთვის მოულოდნელი იყო ირანის მიერ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ასეთი ინტენსიური დაბომბვა თუ ჰორმუზის სრუტის თითქმის სრული ჩაკეტვა. ამიტომაც, ახლა ვითარება მეტად მძიმეა, არცერთ მხარეს არ შეუძლია მარტივად დათმობებზე წასვლა.

ისლამურმა რესპუბლიკამ ახალი ვითარებისთვის მორგება მოახერხა, რაც არსებული მმართველობის სისტემის მოქნილობაზე უნდა მეტყველებდეს. მეტიც, აშშ-სთვის მოულოდნელი იყო ირანის მიერ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ასეთი ინტენსიური დაბომბვა თუ ჰორმუზის სრუტის თითქმის სრული ჩაკეტვა. ამიტომაც, ახლა ვითარება მეტად მძიმეა, არცერთ მხარეს არ შეუძლია მარტივად დათმობებზე წასვლა

მიუხედავად ამისა, ირანი მიიჩნევს, რომ ასიმეტრიული ომის წარმოება უფრო მეტი ზიანის მომტანია აშშ-სთვის როგორც ფინანსურად, ასევე რეპუტაციულად. გათვლა ლოგიკურია: ირანიდან ერთ გაშვებულ დაბალფასიან დრონს შეუძლია, მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზა დაბლოკოს, ხოლო მის ჩამოსაგდებათ კი საჭიროა მრავალმილიონიანი საჰაერო ოპერაციების ჩატარება.

 აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისაგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებს მივეჩვიეთ, მაგრამ, ახლა როცა ირანი მთლიანად სამხედრო მოქმედებების არენადაა ქცეული, ფაქტია, რომ ირანში ვითარება საკმაოდ რთულია.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჭირს იმაზე საუბარი თუ ვინ მართავს ირანს. როგორც ჩანს, სიმართლეს მოკლებული არაა მტკიცება რომ გადაწყვეტილებებს რეგიონების მმართველები იღებენ.

ამერიკული წყაროებით პაკისტანის შუამავლობით თეირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თეირანი ამგვარ მოლაპარაკებებს უარყოფს. ამის ფონზე ტრამპი ხან აცხადებს რომ მან უკვე მოიგო ომი, ხან ამბობს რომ ამჟამად იგებს ომს, ხან იმას აცხადებს, რომ მას ირანში ომის მოსაგებად დახმარება სჭირდება რათა სრულად გაანადგუროს ირანის ბირთვული პროგრამა, ხანაც აცხადებს რომ თეირანი მას აიათოლობას სთავაზობენ, მაგრამ უარზეა.

ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აცხადებს – „ყველა სამხედრო მიზანს მივაღწიეთ, არ გვაქვს სურვილი ირანში დავრჩეთ, ერთი, ან ირი წლის შემდეგ, იქაურობას მალე დავტოვებთ“, მაგრამ, ვხედავთ რომ აშშ ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.“ ამაზე მეტყველებს ამერიკელი სპეცრაზმელების ირანის მახლობლად გადასროლის ფაქტები.

უკვე ვიცით, რომ ირანმა განაცხადა იმის შესახებ, რომ გამოაცხადა 1 მილიონი ჯარისკაცის მობილიზაციის შესახებ. ეს თეირანის მხრიდან ფსიქოლოგიური ომის ნაწილია თუ რეალობა, ამას მალე ვნახავთ.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ირანთან დაკავშირებით ტრამპის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები?

რამდენად დიდია აშშ-ს მხრიდან სპარსეთის ყურეში სახმელეთო ოპერაციის დაწყება?

– სახმელეთო ოპერაციის დაწყება ნამდვილად მოსალოდნელია. თუმცა, ირანი ერაყი არაა და გეოგრაფიულად უფრო ერთგვარ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენს, სადაც მთათა სისტემებისა თუ უდაბნოების გამო შეღწევა უაღრესად რთულია. ამიტომაც, თუ სახმელეთო ოპერაცია ჩატარდება, ის უფრო ხმელეთზე, ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ან სპარსეთის ყურეში კუნძლებზე იქნება მიმართული. ორივე შემთხვევაში რისკი აშშ-ის ჯარისთვის საკმაოდ დიდი იქნება.

ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბალისტიკური და სხვა სახის შეიარაღება, რომლითაც ის მარტივად მისწვდება ყურეში შეჭრილ მოწინააღმდეგეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანი დათმობებზე დათმობებზე წავიდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარი ჩამოსხდება.

თუ სახმელეთო ოპერაცია ჩატარდება, ის უფრო ხმელეთზე, ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ან სპარსეთის ყურეში კუნძლებზე იქნება მიმართული. ორივე შემთხვევაში რისკი აშშ-ის ჯარისთვის საკმაოდ დიდი იქნება

მარტივად წარმოსადგენია სცენარი, სადაც მეტოქის გამოჩენამ პირიქით ქვეყნის მოსახლეობა მეტად შეკრას. ასე მოხდა ირან-ერაყის ომის დროს, როდესაც სადამ ჰუსეინის სახით ახალგაზრდა ისლამურ რესპუბლიკას აშშ, საბჭოთა კავშირი და არაბული ქვეყნები ებრძოდნენ. ის გამოფიტვის ომში გადაიზარდა, რაც ერთი მთავარი განსხვავებით სავსებით შესაძლებელია აშშ-სთან მიმდინარე კონფლიქტშიც განმეორდეს: ნეგატიური გავლენა იქნება მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე აისახება.

 სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნები განსაკუთრები მძიმე მდგომარეობაში არიან დაბომბვებისა და არასტბილურობის გამო. ამის გარდა, იმის გამო რომ ჰორმუზის სრუტე დახურულია და ირანი სრუტიდან ნავთობით დატვირთული გემების გასაშვებად ფულს ახდევინებს, ვხედავთ, რომ იემენელი ჰუსიტები – ისრაელის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ საკმაოდ რთულ სარაკეტო ოპერაციებს ახორციელებენ.

ამ მოვლენების ფონზე ვნახეთ ისიც რომ საუდის არაბეთმა უკრაინასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ეს რომ მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ტრამპს ირანში დახმარებაზე უარი უთხრეს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია რომ ამერიკულ ძალებთან ევროპელ თავდაცვის უწყებებს კომუნიკაცია და თანამშრომლობა აქვთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პოზიციას ირანში დაწყებულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით?

სავარაუდოდ, რა გეგმები აქვთ ამ ქვეყნებს თავიანთი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? რამდენად ენდობიან აშშ-ს, ანაც, როგორ უყურებენ ჩინეთს?

– სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს არ სურდათ, ომი დაწყებულიყო, რადგან ირანთან მეტ-ნაკლებად დალაგებული ურთიერთობები ჰქონდათ. იცოდნენ რა, რომ ომი აუცილებლად მათაც შეეხებოდა, კრიზისის განსამუხტად არაბული ქვეყნები აქტიურ დიპლომატიას მიმართავდნენ. ამ მხრივ ომანი განსაკუთრებულ პოზიციას იკავებდა, როგორც ვაშინგტონსა და თეირანს შორის საკმაოდ ეფექტიანი მედიატორი.

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები