აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მორიგი საჯარო გამოსვლის დროს NATO-ს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შესახებ ირონიულად ისაუბრა.
- აღსანიშნავია, რომ ვიდეო თავდაპირველად თეთრი სახლის YouTube არხზე მცირე ხნით გამოქვეყნდა და შემდეგ კი წაშალეს.
“ვურეკავ მაკრონს. რომელსაც ცოლი ძალიან ცუდად ექცევა. ის ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია მარჯვენა ყბაზე მიყენებული ტრავმის გამო“, – თქვა დონალდ ტრამპმა, რასაც დარბაზში მყოფთა მხრიდან სიცილი მოჰყვა.





