1 აპრ 2 აპრ
1 USD 2.7015 2.6994
1 EUR 3.0967 3.1318
100 RUB 3.3236 3.3536
თბილისი
ხუთ/2 აპრ./2026 18:40
სკანდალური სტატია: “ტრამპი ირანთან ომს აგებს” – “თუ ამ ყველა უბედურების შემდეგ  ჩვენ მაინც ახალი უბედურება გველოდება, მაშ, რისთვის დავიწყეთ ეს ომი?”

სკანდალური სტატია: “ტრამპი ირანთან ომს აგებს” – “თუ ამ ყველა უბედურების შემდეგ ჩვენ მაინც ახალი უბედურება გველოდება, მაშ, რისთვის დავიწყეთ ეს ომი?”

პუბლიკაციაში გაანალიზებულია ირანის წინააღმდეგ მიმართული აშშ-ისრაელის ომის ასპექტები, კონფლიქტის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივა. „როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, აშშ თავს გამარჯვებულად ვერ ჩათვლის, რადგან დონალდ ტრამპის არც ერთი მიზანი არ შესრულებულა და არც შესრულდება სამომავლოდ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

უკვე ერთი თვე გავიდა ომის დაწყებიდან. ისლამური რესპუბლიკა არ დაცემულა და რადგანაც ირანმა ორი სახელმწიფოს – აშშ-ისა და ისრაელის ყოველდღიურ დაბომბვებს გაუძლო, ეს უკვე თეირანის გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს.

სურს თუ არა ამერიკას ირანის წინააღმდეგ მიმართულ ომში წარმატების მიღწევა? გააჩნია, ამ კითხვას ვის დაუსვამთ. კვლევითი ცენტრის (Pew Research Center) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომლის შედეგები გასულ კვირას გამოქვეყნდა, ამერიკელთა 51% გმობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოქმედებას, 37% კი – მხარს უჭერს. ციფრები მთლიანობაში შეესაბამება დონალდ ტრამპის საერთო რეიტინგს და აჩვენებს, რომ ამერიკელ საზოგადოებაში პარტიული ხაზით პოზიციების ღრმა განსხვავებაა: 10 რესპუბლიკელიდან ირანთან ომს მხოლოდ 7 იწონებს, ხოლო 10 დემოკრატიდან – მხოლოდ 1.

ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმის „წარმატება“ სხვა მონაცემებითაც შეიძლება შეფასდეს, მაგალითად, ზიანის მასშტაბის მიხედვით. ამ მაჩვენებლით, რასაკვირველია, აშშ-მა და ისრაელმა ირანს უფრო დიდი ზიანი მიაყენეს, ვიდრე – თვითონ განიცადეს: ერთი მხრივ, განადგურებულნი არიან ირანის მმართველი რეჟიმის ლიდერები, განადგურებულია სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალები, დიდი ზარალი მიიღო ირანის ბირთვულმა პროგრამამ და ბალისტიკური რაკეტების გაშვების სისტემებმა, ძალიან დასუსტდა ირანის რეგიონული მოკავშირე – ლიბანის დაჯგუფება „ჰეზბოლა“. მეორე მხრივ, ამ ყველაფრის ფონზე, ირანმა მაინც მოახერხა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რითაც, ფაქტობრივად, კოლაფსში ჩააგდო პლანეტის ერთ-ერთი საკვანძო სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტი და რისკის ქვეშ დააყენა მსოფლიოს ენერგოუსაფრთხოება.

ანუ ისეთი პირი უჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იგებს ბრძოლებს, მაგრამ აგებს ზოგადად ომს. წესით, როცა ყოველდღიური დაბომბვების შედეგად ქვეყნის სამხედრო პოტენციალი ნადგურდება, ირანს არაფრის გაკეთება აღარ უნდა შეეძლოს, მაგრამ რეალურად ისლამური რეჟიმი ცოცხალია და მოწინააღმდეგეს საკმაოდ საგრძნობ, მტკივნეულ დარტყმებს აყენებს. ამ ფაქტორის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკა უფრო მოგებიანად გამოიყურება. ამტანობა და თავის გადარჩენა ყოველთვის იყო ისლამური რეჟიმის სტრატეგიული მიზანი, ომის შემთხვევაში. ის, რომ დონალდ ტრამპი ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას და იძულებულია, ირანთან მოლაპარაკებაზე წავიდეს – მისი კაპიტულაციის ნაცვლად, იმის მაჩვენებელია, რომ მოწინააღმდეგის სწრაფი დამარცხება, რაზედაც იგი ოცნებობდა, არ მოხერხდა.

პირველი მიზეზი, რის გამოც აშშ შეიძლება წაგებულად ჩაითვალოს, არის ვაშინგტონის მაქსიმალისტური მიზნები ომის დასაწყისში. ვიდეოში, რომელიც დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში 28 თებერვალს გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ იმედი აქვს არა მარტო რეჟიმის შეცვლის, არა მარტო გაანადგურებს ირანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს და ბოლოს მოუღებს თეირანის რეგიონულ ამბიციებს, არამედ – არ მისცემს თეირანს ბირთვული იარაღის დაუფლების ნებასაც.

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები