1 აპრ 2 აპრ
1 USD 2.7015 2.6994
1 EUR 3.0967 3.1318
100 RUB 3.3236 3.3536
თბილისი
ხუთ/2 აპრ./2026 20:25
„ადამიანმა რომ ნახოს, რა მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაც კუბოები, რაღაც სისულელეები“ – კახა კალაძე

„ადამიანმა რომ ნახოს, რა მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაც კუბოები, რაღაც სისულელეები“ – კახა კალაძე

თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ, „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პერ­სო­ნა­ლურ თავ­დას­ხმებ­სა ისა­უბ­რა. დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა ის მო­რა­ლუ­რი ზე­წო­ლა, რო­მელ­საც მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მათ შო­რის მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი, გა­ნიც­დიდ­ნენ. კა­ლა­ძემ მომ­ხდარს „კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის“ ქმე­დე­ბა უწო­და, თუმ­ცა ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­კუ­თარ წარ­სულ­სა და მო­მა­ვალ ნა­ბი­ჯებ­ზე სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს და მთა­ვარ და­საყ­რდე­ნად ხალ­ხის სიყ­ვა­რულს მი­იჩ­ნევს

– თუკი რა­ი­მე სი­ბინ­ძუ­რე შე­იძ­ლე­ბო­და ადა­მი­ანს ეკად­რა, ყვე­ლა­ფე­რი იკად­რეს ჩემს მი­მართ. ყვე­ლა­ფე­რი. არ ვიცი, ოჯა­ხის მი­მართ იმ­დენ სი­ბინ­ძუ­რე­ებ­ზე სა­უბ­რობ­დნენ, ჩემი მე­უღ­ლის მი­მართ, ჩემი შვი­ლე­ბის მი­მართ… ჩემს მე­უღ­ლეს რა­ებს სწერ­დნენ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ადა­მი­ან­მა რომ ნა­ხოს, რა მე­სი­ჯებს სწერ­დნენ ჩემს მე­უღ­ლეს, რომ მე უნდა გამ­შო­რე­ბო­და აუ­ცი­ლებ­ლად, ვი­თომ რა­ღაც კუ­ბო­ე­ბი, რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი.

აი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი უბ­რა­ლოდ. ეს არის ბო­რო­ტე­ბა, ეს არის კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ადა­მი­ანს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოს, ადა­მი­ა­ნი შან­ტა­ჟის ქვეშ ამ­ყო­ფოს და ა.შ. და ა.შ. მე ვარ ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვარ ყვე­ლა ჩემს ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა ჩემს სი­ტყვა­ზე, გა­დად­გმულ ნა­ბიჯ­ზე წარ­სულ­შიც, ახ­ლაც და მო­მა­ვალ­შიც. ვარ უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი, მყავს ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი და ვარ ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი.

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები