აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი ცოტნე ანანიძე გახდა. ფარული კენჭისყრის შედეგად, ცოტნე ანანიძე უმრავლესობის წევრებმა ერთხმად აირჩიეს. ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართულმა ოცნება“ წარადგინა. ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დავით გაბაიძემ ცოტა ხნის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა
„ადამიანმა რომ ნახოს, რა მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაც კუბოები, რაღაც სისულელეები“ – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, „რუსთავი 2“-ის ეთერში მის მიმართ განხორციელებულ პერსონალურ თავდასხმებსა ისაუბრა. დედაქალაქის მერმა დეტალურად აღწერა ის მორალური ზეწოლა, რომელსაც მისი ოჯახის წევრები, მათ შორის მეუღლე და შვილები, განიცდიდნენ. კალაძემ მომხდარს „კრიმინალური დაჯგუფების“ ქმედება უწოდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საკუთარ წარსულსა და მომავალ ნაბიჯებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მთავარ დასაყრდენად ხალხის სიყვარულს მიიჩნევს – […]
“ვურეკავ მაკრონს. რომელსაც ცოლი ძალიან ცუდად ექცევა” – რას ამბობს დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მორიგი საჯარო გამოსვლის დროს NATO-ს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შესახებ ირონიულად ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ვიდეო თავდაპირველად თეთრი სახლის YouTube არხზე მცირე ხნით გამოქვეყნდა და შემდეგ კი წაშალეს. “ვურეკავ მაკრონს. რომელსაც ცოლი ძალიან ცუდად ექცევა. ის ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია მარჯვენა ყბაზე მიყენებული ტრავმის გამო“, – თქვა დონალდ […]
სკანდალური სტატია: “ტრამპი ირანთან ომს აგებს” – “თუ ამ ყველა უბედურების შემდეგ ჩვენ მაინც ახალი უბედურება გველოდება, მაშ, რისთვის დავიწყეთ ეს ომი?”

პუბლიკაციაში გაანალიზებულია ირანის წინააღმდეგ მიმართული აშშ-ისრაელის ომის ასპექტები, კონფლიქტის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივა. „როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, აშშ თავს გამარჯვებულად ვერ ჩათვლის, რადგან დონალდ ტრამპის არც ერთი მიზანი არ შესრულებულა და არც შესრულდება სამომავლოდ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. გთავაზობთ სტატიას შემოკლებით: უკვე ერთი თვე გავიდა ომის დაწყებიდან. ისლამური რესპუბლიკა არ დაცემულა და რადგანაც ირანმა ორი […]
ემილ ავდალიანი – საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა

ირანში დაწყებულ აშშ-სა და ისრაელის ომზე, ამ თემაზე ტრამპის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე, ამ ომის დასრულების პერსპექტივებზე, რა პოზიცია აქვთ არაბულ ქვეყნებს, თურქეთს, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს ომი ირანში სამხეთ კავკასიაზე, საქართველოზე, ასევე რუბიო-კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარზე და იმაზე, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ვაშინგტონი და თბილისი აშშ-საქართველოს ახალი ურთიერთობების ძიებაში, „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა. – ბატონო […]
აჭარის უმაღლეს საბჭოში გახარიას პარტიის წევრი – როგორც ჩანს, დავით გაბაიძის გაწონასწორებული და დაბალანსებული პოზიციები არ აწყობდა „ოცნებას“ და გადაწყდა, რადიკალიზაციას მოუმატონ – ეს ყველაფერი შიდა კლანური დაპირისპირების შედეგია

ეს არის შიდა კლანური დაპირისპირების შედეგი და როგორც ჩანს პარტია “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისევე საქართველოს პარლამენტში, რადიკალიზაციის ხარისხი ცოტა მაღლა აწიოს,- ეს განცხადება აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია „გახარია-საქართველოსთვის” წევრმა არჩილ სამნიძემ გააკეთა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში” შიდა კლანური დაპირისპირებაა. „თავი შევიკავე კენჭისყრაში მონაწილეობისგან, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირების შედეგი და როგორც ჩანს პარტია […]